პისტოლეტი, რევოლვერი. ქართულ ჟარგონში შემოსულია რუსული ქურდული ენიდან. „დურის ტარებისთვის სროკს ნუ ამკიდებ, არ მეკადრება მე, მურტალოს, იარაღზე ჯდომა“ (ნოდარ დუმბაძე); „ევგენი ალექსანდროვიჩმა დურა დაუძრო. დაძრობა ესე არ უნდაო და იშვლიპა იმანაც. ატყდა ბაზარი“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.