ეა ებ ეგ ედ ევ ეი ენ ეპ ერ ეს ეტ ეღ ეშ ეჩ ეჭ
ეგო ეგრ

ეგრევე

სალიტერატურო ქართულში ეს არის ვითარების ზმნიზედა და ნიშნავს – „მაგგვარადვე“, „მაგნაირადვე“ (მაგ., „ეგრევე დატოვე, როგორც არის“, – იგივეა, რაც „მაგნაირადვე დატოვე, როგორც არის“), ჟარგონში კი დროის ზმნიზედის მნიშვნელობას იღებს და ნიშნავს: „მაშინვე“; „ახლავე“. „ეს რომ დავინახე, ეგრევე ვიყიდე, მერე რაც მოხდებოდა“; „ყველა ეგრევე შეატყობს, ამ ფილმით რაღაცას რომ ასწავლიან“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.). ორივე ამ მაგალითში „ეგრევე“ ნიშნავს „მაშინვე“-ს. „რათ მინდა, ომში ვარ ნამყოფი, მრეკეთ ეგრევეო“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.). აქ „ეგრევე“ ნიშნავს „ახლავე“-ს.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9