ეა ებ ეგ ედ ევ ეი ენ ეპ ერ ეს ეტ ეღ ეშ ეჩ ეჭ
ეშუ ეშხ

ეშხები

სალიტერატურო ქართულში სიტყვა „ეშხი“ (სილამაზე, სიტურფე, მომხიბლაობა) მრავლობითში არ იხმარება. მრავლობითი რიცხვის ფორმით ის ჟარგონის კუთვნილებაა. ადამიანის გარეგნულ სილამაზეს, ცხადია, მრავალ კომპონენტთა ერთობლიობა განაპირობებს. „ეშხი“ ამ კომპონენტთა ერთობლიობის ზემოქმედებით გამოწვეული მთლიანი შთაბეჭდილებაა. ჟარგონში კი ამ მთლიანი შთაბეჭდილების დანაწევრება ხდება პატარ-პატარა „ეშხებად“, რომლებიც თითქოს ცალ-ცალკე ახდენენ ესთეტიკურ ზემოქმედებას სილამაზის აღმქმელზე. „მთელი ჩემი ეშხები მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სრულად გაფურჩქნილი“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9