წაგებული აქვს და გადახდას ვერ ახერხებს. ქართულ ჟარგონში შემოსულია რუსული ქურდული ენიდან. სერგეი სნეგოვის ლექსიკონში „ზ“ განმარტებულია როგორც „წაგება“. „შენი ხელობაც ეგ არი, რო ის გაგებაში არ არი, მარა კაიბიჭურს რო აწვება, ზამასკაში როა, სულ ვაფშე გიჟდება“; „ის ზამასკაშია-მეთქი, ვალი აქ და უნდა ითამაშოს“ (აკა მორჩილაძე); „აქ უკვე „იზმენები“ ავიკიდე და „ზამასკაში“ დავრჩი (გავახაროთ ამ ტერმინებით მოსაუბრენი)“ (გიორგი კაკაბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.