სალიტერატურო ქართულში ვალდებულების აღებას ნიშნავს (მაგ., „ზარალის ანაზღაურება თვითონ იკისრა“), ჟარგონში კი – რაიმეს გაკეთებას, ჩადენას. „ის ყველაფერს იკისრებდა“, „– გინდა, რამე ნაღდი ადამიანური ვიკისრო?“ (ჯემალ დავლიანიძე). იხმარება სამპირიანი ზმნის ფორმითაც: „ნახე, რა მიკისრა იმ დამპალმა?“ (ზურაბ ჩილაჩავა).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.