ია იბ იგ იდ იზ ით იკ იმ ინ იპ იჟ ირ ის იტ იუ იქ იყ იშ იჩ იჭ იხ
იმა იმე იმი

იმენ(ნ)ა

Rus.
სახელდობრ. ძალზე ხშირად იხმარება ქართულ ჟარგონულ მეტყველებაში, უმეტესად სრულიად უადგილოდ, ანუ პარაზიტ სიტყვად გვევლინება. ქართული „სახელდობრ“, განსხვავებით მისი რუსული და გერმანული (nämlich) შესატყვისებისგან, მეტისმეტად მწიგნობრულად ჟღერს და ქართულ სასაუბრო მეტყველებაში არ გამოიყენება. „კახა: რახანც მოგუდა, ზნაჩიტ ბოლომდე გაბრიდა?! პუპა: მოგუდვა, სიმონ, როგორც იმენა მოგუდვა, არი იმენა გაბრედვა – ბოლომდე და ძალიან!.. მაგრამ რატო ევასებათ ამ ვენეციელ ნაშებს იმენა აფრიკელი კლიენტები, ვერ გავიგე, რა!“; „ისიც დაჯდა, სიმონ, ბოზოს დაარქვა იმენა ოტელო და ვითომ ბოლოში სუ მთლად იბრიდება...“; „მაიცა რა! ღადავი, როგორც იმენა ღადავი და ეგეთ სიტუაციაში?!“ (მიხო მოსულიშვილი); „თან ღვინო მაგარი, ტანინი სულ ეგრე რაღაცეებსა შვრებოდა პირში. თან ვერ ვიფიქრე, მეთქი, იმენა დავლიო თუ პროსტო დავლიო“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9