ია იბ იგ იდ იზ ით იკ იმ ინ იპ იჟ ირ ის იტ იუ იქ იყ იშ იჩ იჭ იხ
იშკ

იშკილებიდან დავარდა

სულიერად დაეცა, მხნეობა დაკარგა. „ლენტომ შეაღვიძა დახლზე ჩაყვინთული ხიმშია, ფული მიუთვალა, მხარზე ხელი მოუთათუნა, გაამხნევა. აბა, აბა, იშკილებიდან არ დავარდე“ (ოთარ ჩხეიძე).

„იშკილი“ სპარსულად „მოტყუებას“, „გაიძვერობას“ ნიშნავს და ქართულში ყალთაბანდობის, ოინის, ხრიკის სინონიმია. „იშკილები“, „ხოში მაქვს“, „ბითურია“, „არა რო!“.. აი შენი სიტყვების საუნჯე და სალარო!“ (იოსებ გრიშაშვილი).

„იშკილ!“ – მიაძახებდნენ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში კინო-მექანიკოსს, როცა რამე ტექნიკური მიზეზით ფილმის ჩვენება დროებით შეწყდებოდა (მოგვიანებით ასეთ დროს „მეხაშესა“ და „საპოჟნიკს“ გაიძახოდნენ): „ეკრანი ციმციმებს... ზედ არაფერს აჩვენებენ... – იშკილ! – მოისმა ეხლა ბოხი ხმით... „უფრო მოინტელიგენტოებმა“ ამ სიტყვას გვერდი აუარეს, მაგრამ სამაგიეროდ ფეხებით და „ტროსტებით“ ასტეხეს იატაკზე ბრახუნი“ („ტარტაროზი“, 1927, # 124, გვ.11).

Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9