fig. ნეტარება, სიამოვნება (ფონეტიკურად მცირეოდენ სახეცვლილი იგივე სიტყვაა, რაც არაბულიდან შემოსული „ქეიფი“). ნარკოტიკული ნივთიერების მიღებით გამოწვეული თრობა; „დავიწყე თვალების ტრიალი, მანჭვა-გრეხა, ცმუკვა და სიცილი, ვითომ კაიფში ვარ-მეთქი“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „შენ რა, მეუბნება მცირე პაუზის შემდეგ, – კაიფში ხარ? – კაიფში არა! – ვბრაზობ, – საიდან მოიგონე“ (ზურაბ სამადაშვილი); „მაგას ერთი საქსაფონი ან კლარნეტი ყურის ძირში და წავიდა კაიფი...“ (მაკა ჯოხაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.