ნარკოტიკული ნივთიერების ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. „...როცა მისი უმცროსი ძმა, ირაკლა, კაიფში გაიპარა (ცხონებული კუს ტბაზე, ბულბულების ჭალაში იპოვეს. შარვალჩახდილს ბარძაყში ჰქონდა შპრიცი გარჭობილი), როგორც თვითონ ამბობდა, რაღაც გადაეკეტა“; „ძმაკაცი და თანამებრძოლი, ენრი ჭკუასელი გაეპარა კაიფში. საცოდავი საბარგო ლიფტში აღესრულა – გაჭედილ ლიფტში იჩხირავდა ხოლმე“ (ლაშა ბუღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.