რამდენიმე ერთდროული გადაადგილება თანამდებობრივ პოსტებზე. „– იმაზე ნუ სწუხარ. უნარიანი მუშაკია და არც იმას დავაზარალებთ. პატარა კარუსელს დავატრიალებთ და ორთავენი კარგად იქნებით. – რას დაატრიალებთ?.. – მოკრძალებით იკითხა მალხაზმა. – რამდენიმე ერთდროულ გადაადგილებას, სიმოკლისთვის, „კარუსელს“ ვუწოდებთ. ეს, მაპატიეთ, ჩვენი ჟარგონია . აი, ახლა, მეორე მდივანი რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ გადაგვყავს, მის ადგილზე მდივანს ავირჩევთ, მდივნის გამოთავისუფლებულ ადგილზე ბეჟიკოს დავაწინაურებთ; ბეჟიკოს ადგილზე კი შენ დაგნიშნავთ. გაიგე, რა ყოფილა კარუსელი?“ (გიორგი ციციშვილი). ამჟამად – საარჩევნო მაქინაციების ერთ-ერთი სახეობა (როცა ერთი ადამიანი რამდენიმე საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.