უიღბლო (აზარტულ თამაშებში); მარცხიანი. „რაც მოვიდა! – წამოიწია წაკუზულმა და სანგარზევით გაყარა კირუხი ზარები [კამათლები]. – დუშაშია“ (რეზო ჭეიშვილი); „ხო მთელი ცხოვრება მაზავს და ხო არი კირუხიანი. პუტანკის ჭკუაზე რო ცხვარს მიიყვან ეკლესიაში, კირუხიანი ხარ, აბა ვინა ხარ. იმთავითვე კირუხი ხარ“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.