მილიონი. ერთი სიტყვის მეორე, მსგავსი ჟღერადობის სიტყვით ჩანაცვლება კონსპირაციის მიზნით. „ოპერაციის ხუთივე მონაწილეს... უნდა დაგვრჩეს ერთი ლიმონი. – რამდენი? – ვერ გაერკვა რამაზ კორინთელი. – ერთი ლიმონი. „ერთი ლიმონი“, გაიმეორა გონებაში კორინთელმა, – „ეტყობა ძალიან ბევრია“ (გურამ ფანჯიკიძე); „ერთი „ლიმონი“!.. – მუქარასავით კბილებში გამოსცრა ჯიქურ სანებლიძემ“ (იუზა ყაჭეიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.