მა მე მი მკ მო მრ მუ მყ მწ მჭ მხ
მაგ მაზ მაი მალ მამ მან მარ მას მაყ მაწ მახ

მაგარი

სალიტერატურო ქართულში ნიშნავს ძნელად გასატეხს, მყარს, მტკიცეს, გამძლეს, ძლიერს; სასმელთან დაკავშირებით – ბევრი სპირტის შემცველს; ჟარგონში კი კარგის, ჩინებულის, საუცხოოს მნიშვნელობა შეიძინა: „იქ შენ ისმენდი მაგარ ლექციებს ქართულ და მსოფლიო მწერლობაზე“ (გიორგი ჩარკვიანი); „ნასკები მაგიდაზე დავყარე. ეს იყო ყველაზე მაგარი!“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „მაგრად ცეკვავდა, სხვათა შორის“ (რეზო ჭეიშვილი). ხმოვნის შენარჩუნებით ზმნიზედად გადაიქცევა (მაგრად, ძალიან, მეტისმეტად). „ეგ ხო ჩემთან გადმოვიყვანე ეზოში... იმ პლატოზე მაგარი მეცოდებოდა!“ (ლაშა ბუღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9