თავმომწონე, ყოყოჩა. „...თუ მარიაჟი კაცი არა ხარ, თუ შენთვის მთავარი დაგომისობა არ არი, თუ გაგრის ბარ-რესტორნები და ეგ „გაგრიფშები“ და „კარაველები“ არ გევასება, თუ ღამით გოგოს გულისთვის ჩხუბი, დანის ტრიალი და რამეები არ გხიბლავს, ანდა მერე მილიციებში ფულით სირბილი, მაშინ სოვეტ კვაჟა პირდაპირ მისწრებაა, პონტია, ქალის გულისთვის ჩხუბი მოგივიდეს, აკი მოგახსენებდით, ერთ კაცზე თხუთმეტი ქალი მოდის და თუ, კაროჩე გიჟი არა ხარ, საჩხუბარი არაფერი არ არი“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.