მა მე მი მკ მო მრ მუ მყ მწ მჭ მხ
მაგ მაზ მაი მალ მამ მან მარ მას მაყ მაწ მახ

მარიაჟობა

თავმომწონეობა, პრანჭვა, ყოყოჩობა. ფრანგულად mariage ქორწინებაა, რუსულ ქურდულ ენაზე марьяж დაახლოებაზე ყალბი თანხმობის მიცემას ნიშნავს (სერგეი სნეგოვი). ეს სიტყვა ქართულ ჟარგონში რუსულიდან შემოსული ჩანს, მაგრამ მნიშვნელობა სრულიად განსხვავებული მიუღია. „არი რაღაც სილამაზე სექტემბერში და იმაში, რო, მარიაჟობაშიც არის სილამაზე. ჩვენთან კიდევ, თუ რამე ხდება, მარიაჟობაც იქვეა და ლიშნი ბაზარ-ვაგზალი და დუხოვნი სემინარია მაგას არ უნდა“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9