რა რე რვ რი რო რქ
რო როგ რომ როჟ

რო არ

როგორც კი. ძველთბილისური ჟარგონი, დღესაც გაიგონებთ. „არბიტორი აცხადებს, ახლა იჭიდავებენ პარტნოვი შაქრო და სანდრო – ყასპის ძმაო. ზურნამ რო არ დაუკრა! სულ „პრიპადკა“ მამივიდა, ჩემმა მზემ“ (აკაკი ბელიაშვილი).

ვინც თბილისურ კილოს არ იცნობს, ამის წაკითხვისას იფიქრებს, ზურნას არ დაუკრავს და „პრიპადკა“ ამიტომ მოსვლიაო. არა! „ზურნამ რო არ დაუკრა!“ ნიშნავს: „როგორც კი ზურნამ დაუკრა“. აქ ინტონაციასაც მნიშვნელობა აქვს: ბოლო ხმოვანი (სიტყვაში „დაუკრა“) გრძლად უნდა წარმოითქვას.

Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9