რა რე რვ რი რო რქ
რქე რქი

რქიანი

ჩამორჩენილი, ხალხში გამოუსვლელი; უგუნურად აგრესიული. „ეღიმებოდა ლადოიასაც, მაგრამ მშვიდი არ იყო ეს ღიმილი, ყოველ ახლო გამოვლილ მანქანას ადევნებდა: – ქაჯი ხარ, შენი, რქიანი!“ (რევაზ ინანიშვილი); „მე ვიცი, ბევრმა არ იცის, რამდენი დადის რქიანი“ (შაბურა არაბული); „იმ შენ რქიან უფროსს ვერ მოერიე და ბავშვს ეცი ახლა“ (ირაკლი ბერიაშვილი). „რქებს“ ასე განმარტავს სერგეი სნეგოვი თავის რუსული ქურდული ენის ლექსიკონში: „ფიზიკურად არარსებული, მაგრამ ფილოსოფიურად რეალური ნაწილი სხეულისა, რომელიც ამკობს ყველას, ვინც არ მიეკუთვნება ქურდულ სამყაროს. ამათ იციან ხოლმე „რქებით მიწოლა“ (პროტესტის გამოხატვა, წინააღმდეგობის გაწევა)... თუ საჭიროა, მათ ამ სიტყვებით ემუქრებიან: „დაიცა, მოგამტვრევ რქებს!“.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9