თანამედროვე ახალგაზრდული ჟარგონის ერთ-ერთი მთავარი ცნებათაგანი. ნიშნავს საერთო ინტერესებით მცხოვრები, ერთმანეთთან კარგად შეგუებული ახალგაზრდების ჯგუფს, გაერთიანებას, წრეს. მომდინარეობს რუსული სიტყვიდან... შემადგენლობა. „ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში, ალბათ, „სასტავს“ ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ეს ხომ ერთი დიდი კლანია. ეს მეგობრების წრეა. „სასტავი“, უბრალოდ, ერთი ჯგუფია, ჯგუფი, რომელიც ერთ გარემოში ტრიალებს, ტრიალებს იმიტომ, რომ ასე სიამოვნებს ან ასე სჩვევია“ (ქეთი ბაქრაძე); „სასტავი“ – ეს სიტყვა ჩვენთან რაღაც ბირთვის, გაერთიანების გამომხატველია“; „– ძმებო, ახალ სკოლაში გადავედი, ხომ იცით, და ერთი-ორჯერ ამომაკითხეთ, ვინმეს ჩმორი არ ვეგონო. იქაურმა „სასტავმა“ ნახოს, რომ კაი ტიპი ვარ, რა...“ (ბექა მოლაშვილი); „ნუ, მოკლედ, წუხელ მაგარ სასტავში გავეძრე“ (ნინო თარხნიშვილი); „კაი სასტავშია მომჯდარი“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.