სა სე სვ სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
სად სათ საი საკ სამ სან სას სატ საქ საყ

სატოპკე აუწია

ისეთი რამ უთხრა ან ჰკითხა, რაზედაც იცოდა (ან უნდა სცოდნოდა), რომ მოსაუბრე მახვილგონივრულ პასუხს გასცემდა. „ნებისმიერი პასუხით ეგრეთ წოდებულ „სატოპკეს“ მიიღებს, ფრენბურთის ენით რომ ვილაპარაკოთ“ (მურმან ლებანიძე); „პოეტმა მკითხველს სატოპკე აუწია, მკითხველმა კიდევ – ტოპკა ჩაარტყა“ (ტარიელ ჭანტურია); „პირდაპირ სატოპკე წერილი იყო და შენც არ დაახანე, ჩამირტყი და ჩამირტყი ტოპკები!“ (დიანა ვაჩნაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9