მონაწილეობა მიიღო/მიაღებინა რაღაც წამოწყებაში (ჩვეულებრივ, საჩოთიროში, მაგრამ სარფიანში). „მანამდე ქუჩაში ცხვირი არავის გამოუყვია, ვითომ ყველას ტკბილად ეძინა; როგორც ჩვენ გავედით საქმეში და მიმიქარავს დეზერტირების ბაზარი, საიდან აღარ მოგვესივნენ“ (ზურაბ სამადაშვილი); „...გრაჩი გეძებს, შენი გაყვანა უნდა საქმეში“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.