ყველაფერს ედება, რაც იცის და რაც არ იცის, ყოვლისმცოდნე ჰგონია თავი (ქუთაისური ჟარგონი). „საყველაფრო აქვს დამთავრებულიო, იტყვიან ქუთაისში“ (კოტე მახარაძე), ნიშნავს: ისეთი სასწავლებელი აქვს დამთავრებული, სადაც „ყველაფერს“ ასწავლიან.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.