ი. გრიშაშვილის განმარტებით, „იშკილბაზის დამხმარე კაცი“. თანამედროვე ჟარგონში იხმარება „ტყუილის“ და „მატყუარას“ მნიშვნელობით. „ერთ დღეს, სახალხოდ, დღისით, მზისით გამომიჭირონ, როგორც თვალთმაქცი, მატყუარა და სიაფანდი?!“ (ელდარ კერძევაძე); „სიაფანდია... ფაიზაღი სიაფანდია“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „– ვითომ, მართლა ოჩოპინტრეს ბრალია?! − არა კაცო, სიაბანდია!“ (თემურ ჯღარკავა).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.