სა სე სვ სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
სია სიგ სიმ სირ სიყ სიც

სიმონ

ადამიანის საკუთარი სახელი, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან ქართულ ახალგაზრდულ ჟარგონში რატომღაც ურთიერთმიმართვისას გამოიყენება. „სადა ხარ, სიმონ!“; „ომარ ხაიამ, რას მოესწარ: ვიღაც ტუტუცი ბენზინის რიგში – პირველ აშუღს – „სიმონს“ გეძახის!“ (ნოდარ დუმბაძე). „სიმონ“ ებრაული სახელია და „გამგონს“ ნიშნავს (იხ. ზ. ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?“). იქნებ ამ შინაარსის გამო იქცა მიმართვად?
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9