ფალოსი (ძველ ქართულში ჩიტს, ფრინველს ნიშნავს). „უცებ, ახალმოსულებიდან ყველაზე გალეულმა ბიჭმა ლევანას ხელი აუწია, როგორა ხარო. ამან თავი სხვათა შორის დაუქნია, შემომხედა და „ეს სირიღა მაკლდაო“, მეუბნება“ (ზურაბ სამადაშვილი); „ადრე მთლად უფროსი იყო, ქალაქის კომენდანტი, თუ არ ვცდები, თავდაპირველი გარეკვისას იმ სირისტიანი სირების“; „– ერთი სირია, რა! არ მითხრა ახლა, სირიც ჩიტიაო. – ჩიტია, ტო, ჩიტი, „სიბრძნე სიცრუისას“ გეფიცები“ (ზაურ კალანდია).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.