სა სე სვ სი სკ სო სპ სრ სტ სუ სხ
სკვ სკუ

სკვაზი

რუსული – გამჭოლი.
ტაქსის ან დაქირავებული კერძო მანქანის მძღოლის გაცურება ასეთი ხერხით: ცოტა ადრე გააჩერებინებდნენ მანქანას და ეტყოდნენ, ამ სადარბაზოში ვცხოვრობ, მგზავრობის ფული ჯიბეში არა მაქვს, სახლიდან გამოგიტანო. შედიოდნენ სადარბაზოში და იქითა გასასვლელიდან იპარებოდნენ. გავრცელებული იყო 1960-იანი წლების თბილისში. ახლა აღარ იხმარება. „ქუჩაში რომ გამოვედით, კაპიკი ფული აღარა გვქონდა. – აბა, ბიჭო, მანქანა და კარგი „სკვაზი“. „მოსკვიჩი“ და „ვილისი“ არ ვიკადრეთ და „ზიმი“ გავაჩერეთ“ (გურამ რჩეულიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9