რუს. отошёл – წავიდა, გაეცალა. ურთიერთობა გაწყვიტა (მეგობართან, ახლობელთან, შეყვარებულთან). „ერთ მშვენიერ დღეს პეპემ იგრძნო, რომ ჯაზის სტანდარტული და მოსაწყენი ფორმები საშინლად მობეზრებოდა. მისი თაობის კოლეგებს „ატაშოლი დაადო“, თანაც მწარე – მილიონიც რომ მიეცათ, სათოფეზე აღარ იკარებდა“ (ვახო ხვიჩია); „გეუბნები ადმინი ხარ მეთქი და ეხლა ჩემი სიტყვები არ გჯერა? ვსიო, ატაშოლი მიეცით ამას და ისევ ჩამოამემბერეთ!!!“ (ინტერნეტი); „ახლა მეც გამახსენდა, კი ვწერდი ჩემ დროს გოგონები ჟარგონს არ ვხმარობდით მეთქი, მაგრამ გამახსენდა, შეყვარებულები რომ დაშორდებოდნენ, ვამბობდით ატაშოლი მისცა ანუ მიატოვა. ნე ვიჟუ გავუკეთე ხომ ძალიან პოპულარული იყო. კიდევ ვამბობდით „ლავ სთორი“ აქვთ, უყვართ“ (ინტერნეტი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.