პაპიროსი (რუსული სიგარეტი), რომლის თუთუნით სავსე მოკლე წინა ნაწილს გრძელი ქაღალდის მილი („ტარი“) მოსდევს („ყაზბეგი“, „კურორტნი“ და მისთ.). „ტარიანი აღარ დაგვრჩა? – მიუბრუნდა ტოგოს. იმან „ყაზბეგის“ გაუხსნელი კოლოფი გადმოუგდო“ (გია ლომაძე); „ტარიანს ეწევა და ფუსფუსის დროს ენერგიულად იქნევს უზარმაზარ უკანალს“ (ზურაბ სამადაშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.