უსიამოვნო გრძნობას ბადებს, განწყობილებას აფუჭებს. „არა, სადღაც კი ასწორებს, მაგრამ სადღაც ტეხავს“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.); „არ ჩავიცვამ მაგ შენს შარვალს! – რატომ შვილო? – მორჩი, ტეხავს!“ (ტარიელ ჭანტურია); „რა კარგია სიცოცხლე, შენ ამბობ, რომ „ტეხავს“, დღეს, როდესაც თბილისი ჰგავს ტეხასს, ჩემი სახლი არვის გაუტეხავს“ (ჯანსუღ ჩარკვიანი). „ტეხავს“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა – თემის ნიშანი „ავ“ აქ არ უნდა (სწორია „ტეხს“), მაგრამ ჟარგონში ასე დამკვიდრდა. თუმცა „ტეხს“ ფორმითაც შემხვედრია, მაგრამ ეს შემთხვევითი ჩანს: „– ტეხს!.. – რა ტეხს? – ნახევარი. აი, თავს თუ გამატან, გაასწორებს!..“ („ნიანგი“). იხმარება ვნებითის ფორმითაც („ტყდება“): „ქალაქშიც ჩერესჩურ ტყდება, ტო... მთელი სოფელი იქ არი“ (პაატა ქურდოვანიძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.