გამოთქმაში: „...არა, ტოროლა!“
წარმოთქვამენ აგდებული ტონით, როცა უნდათ თანამოსაუბრეს აგრძნობინონ, სისულელეს ლაპარაკობ, უაზრობას ამბობო. „რისი გასვლის უფლება, გასვლა არა ტოროლა!“ (ჯანსუღ ჩარკვიანი); „ჰო გაგვიშვეს?!“ „– გაგვიშვეს არა, ტოროლა!..“ ტოროლა!.. განთიადის მახარობელი. ნუგეში ღამის მეხრისა. მშვენიერი სიმღერებიც მიუძღვნიათ სოფლადა... ჟარგონში ჩაუგდიათ ქალაქელებსა“ (ოთარ ჩხეიძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.