შარვალი, რომელსაც ტრაპეციის ფორმის ტოტები აქვს (ქვემოთ განიერი, ზემოთ ვიწრო), 1960-იანი წლების დასაწყისში შეცვალა „ბუტილკა“. „ამ ვარიანტით ტრაპეციის შესაკერად ქალიშვილებმა მამებს უნდა გახადონ შარვლები და თვითონ ჩაიცვან“ („ნიანგი“).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.