ბედმა გაუღიმა, გაუმართლა. თითქოს კარტს თამაშობდა და იმ დროს მოუვიდა ტუზი (უძლიერისი კარტი), როცა ძალიან სჭირდებოდა. „გაკვეთილზე რატომ არა ხართ? – ქიმია გვიცდება. – ტუზი დაგცემიათ“ (ზურაბ სამადაშვილი); „შობას ტუზი დაგვეცა: გამომცემლობა „ალციონის“ მფლობელმა ვექილმა ბენდერსკიმ განიზრახა ხელახლა გამოეცა მოპასანის თხზულებანი“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.