უბ უგ უვ უკ უპ ურ უს უტ უქ უყ უჩ უწ უჭ უჯ
უბე უბო უბრ

უბერავს

  1. სვამს ალკოჰოლიან სასმელს (ნამყო სრული „შეუბერა“). „დავრდომილები გვიანობამდე უბერავდნენ ხოლმე... სარდაფში და ნამუსრევს მეზობლებს ურიგებდნენ“; „...იგინებოდა და ზეზეულა უბერავდა არაყს“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „შე დალოცვილო, ამ ცარიელი ჭიქით რომ დამსდევ, აავსე ღვინით და კაცურად შემაბერინე“ (ნოდარ დუმბაძე); „აბა, ახლა შევუბეროთ. სმის ხასიათზე დავდექი“ (გურამ ფანჯიკიძე).
  2. უკრავს, მღერის. „ვიღაც თხისფეხებიანი კაცი უბერავდა მგონი ფლეიტაზე“; „საერთოდ, რიგიანი მომღერლებიც გვყავდა, დამწვრისად უბერავდნენ ხოლმე“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.).
    Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9