დაუკითხავად (არამკითხესავით) ერევა სხვის საქმეში. სიურრეალისტური შედარება, რომელიც, როგორც ჩანს, ასეთ შინაარსს გულისხმობს: უტარო კოვზი იოლად ჩავარდება კერძში და იქიდან ძნელი ამოსაღები ხდება, – ასევე არამკითხეც ხალისით ერევა სხვის საქმეში და მერე ძნელად რომ თავისი ნებით შეეშვას მას. „– რას ეჩრები სხვის საქმეში უტარო კოვზივით? – მოთქვამდა ზლუქუნით. – ვინ დაგნიშნა უფასო ვექილად?“ (ჯემალ ქარჩხაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.