საქმეს უჭირებს. „– შვილი მიტრაკებს და კურინაია სლეპატა. სხვა ყველაფერი კარგადაა, ცხონდი, დედაჩემო“ (დავით ქართველიშვილი). ი. გრიშაშვილს „ქალაქურ ლექსიკონში“ აქვს ეს სიტყვა „ატრაკუნებს“ ფორმით და წერს: „არ არის ლიტერატურული სიტყვა. თუმცა სოფ. მგალობლიშვილი ხმარობს ერთს მოთხრობაში: „ლას ატლაკუნებს, მამაჩემი ველ მომწელდა?“ (ეს მოქმედი პირი „რაეს“ „ლასად“ გამოსთქვამს. „მოამბე“, 1899 წ., N VIII, გვ. 78)“.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.