ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფუ
ფეხ

ფეხებზე ჰკიდია ორი და ათი შაური

გამოთქმა „ფეხებზე მკიდია“ თ. სახოკიას ლექსიკონში („ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“) ასეა განმარტებული: „დარდი არა მაქვს, არა ვზრუნავ, რაც უნდა მოხდეს, ჩემთვის სულერთია“. შემდეგ ამ ხატოვან თქმას ექსპრესიის გაძლიერების მიზნით დაემატა „ორი და ათი შაური“. „– რას უზამ, მთვრალები არიან. ფეხებზე ჰკიდიათ ორი და ათი შაური. დაგარტყამს და წავა, სდიე მერე“ (თამაზ ნატროშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9