ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფუ
ფინ ფირ

ფინაჩი

სპარსული სიტყვაა და მეჯღანეს ნიშნავს. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მისი მეორე (გადატანითი) მნიშვნელობაც არის მოცემული: „უხეირო, უვარგისი ხელოსანი საერთოდ“. თანამედროვე ქართულ ჟარგონში ამ სიტყვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა და საერთოდ უხეირო, უვარგის, ბედოვლათ ადამიანს ნიშნავს. „ფინაჩი ყოფილა, ეხლა მაგისი პლანი ვიღან ასრულებდა?“ (ნოდარ დუმბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9