იტალიური წარმოშობის სიტყვაა და სალიტერატურო ენაში საწარმოს ნიშნავს, ჟარგონში კი უცხოური (დასავლეთევროპული, ამერიკული) ნაწარმის მნიშვნელობით იხმარება. „რისი თბილისური, რა თბილისური, ფირმა!“ (ზურღან გემაზაშვილი); „ფირმა“ სიგარეტებით, მზის სათვალეებით და ძვირფასი სუნამოთი უხვად მომარაგებულნი“ („საქართველოს სამრეკლო“).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.