გამოთქმაში: ...არა, ფლავი.
წარმოთქვამენ აგდებული ინტონაციით, როცა უნდათ თანამოსაუბრეს აგრძნობინონ, სისულელეს ლაპარაკობ, უაზრობას ამბობო. „– მერე ხომ მიგიღე. მიმიღე არა, ფლავი. შესვენებამდე გელოდე. მერე მდივანმა შემოიხედა და იქ ვერ გიპოვა“ (გრიგოლ რუხაია).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.