ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფუ
ფრა ფრო ფრუ

ფრაერი

შემოსულია რუსული ქურდული ენიდან (), რუსულში კი გერმანულიდან (Freier – თავისუფალი; ის, ვინც დამნაშავეთა სამყაროს არ ეკუთვნის, ანუ პროფესიონალ კრიმინალურ დამნაშავეთა სამყაროში მოქმედი დაუწერელი კანონებისაგან თავისუფალი ადამიანი). რუსულ ქურდულ ენაზე ასე ეძახიან გულუბრყვილო, ადვილად მოსატყუებელ ტიპს (უპირატესად ინტელიგენციის წრიდან); იგი თითქოს „თვით ბუნებას შეუქმნია ისეთ არსებად, რომელიც უნამუსოდ უნდა ძარცვონ“ (სერგეი სნეგოვი). ქართულ ჟარგონში საქმეში ჩაუხედავს, გაუთვითცნობიერებელს ნიშნავს. „საეროს“ ნუ სვამ, ფრაერო!“ (ალექსი ჭინჭარაული).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9