Rus. ფრონტელი, ფრონტიდან დაბრუნებული. თავმომწონე; პრანჭია; გადაპრანჭული. გავრცელდა პირველი მსოფლიო ომის დროს. ასე უწოდებდნენ ფროტიდან დაბრუნებულთ, რომელთაც ხალხი განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდა, ვითარცა ბევრი რამით (მათ შორის სამხედრო ფორმით) სხვათაგან გამორჩეულთ. მერე ასე შეარქვეს თავმომწონე, თავის გამოჩენისკენ მიდრეკილ, პრანჭია ადამიანს. „არ იყო, ძმაო, თქვენც იცით, ფრონცქი ქალი“ (რეზო ჭეიშვილი); „მოკლედ, დაიწყო გადაცემა და, რომ გამოვიდნენ ეს ფრონცქი-ფრონცქი ნაზიკო ბიჭები, ტიტუ, შემოვიკარი თავში ხელი“ (ინტერნეტი); „ჩემი ბიჭი ჩემს მოქსოვილ ფაჩუჩებს უფრო კარგად ხმარობს, ვიდრე ინტერნეტით გამოწერილ „ფრონცქ“ ფეხსაცმელებს“ (ინტერნეტი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.