მა მე მი მკ მო მრ მუ მყ მწ მჭ მხ
მაგ მაზ მაი მალ მამ მან მარ მას მაყ მაწ მახ

მასტი

მსგავსი. რუსულში ცხენის ფერს ნიშნავს, აგრეთვე სათამაშო კარტზე გამოსახულ ფიგურას (ჯვარი, ყვავი, გული, აგური); კარტები ერთი მასტისაა, თუ მათზე ერთნაირი ფიგურებია გამოსახული (მაგალითად, გულის ტუზი და გულის ათიანი ერთი მასტის კარტებია). „ის კი – ძმა ჩემი, ჩემი მასტის და ჩემი ჭკუის“ (ტარიელ ჭანტურია. თარგმ.)

„მასტმა“ ქართულ ჟარგონში მიიღო აგრეთვე ადამიანის, კაცის მნიშვნელობა (სინონიმი „ტიპი“): „ეგ მასტი ცნობილი დამრტყმელია“ (ლადო კოკაია).

Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9