არაფრად მიმაჩნია, ფეხებზე მკიდია – უპატივცემლობის ნიშნად „ერთ ადგილზე“ (საჯდომზე) მაქვს (რაღაც) დახატული. (ევფემიზაცია უცენზურო სიტყვის გამოტოვებით). „ტყვიას დაგაჭედებ... რამე არ შეგეშალოს, ბიჭო!.. შენი ლექსებიც აგერ მახატია, გაიგე შენა?!..;“ „– რავი, ტელევიზორს ესენი უყურებენ, მე მაგარი მახატია, ამათ კითხე“; „– ყოფილიყავი ჩემ ადგილას და გნახავდი მერე, – თვალებში ჩახედა დიანამ მარის, – თესლები, გოგო... ვითომ თბილისელები ვართო, რა... აგერ გვახატიხართ ყველანიო“ (ლაშა ბუღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.