ეუბნებიან თანამოსაუბრეს, როდესაც მესამე პირს ავ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ან უქადიან. გულისხმობენ: შენ კარგად იყავი (ვარდივით მეყოლე), იმას კი ყოფა ეტირებაო (ეს არ არის ნათქვამი, მაგრამ იგულისხმება). „გამოსვლისას ერთსაც გავკრავ და მეყოლე ვარდივით“ (ზურაბ სამადაშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.