მახვილით ბოლო მარცვალზე და ბოლო ი-ს წაგრძელებით.
ნუ მაიმუნობ, ნუ მაშაყირებ, დაუჯერებელს ნუ მეუბნები. ამბობენ მაშინ, როცა მთლად დარწმუნებულნი არ არიან სიმართლეს ეუბნებიან თუ ამასხარავებენ. „– ეს არი ლევიკო? – ხო, ბრმა ნაწლავის ოპერაციას უკუთებენ. – მიდიიიი... – ჩაფიქრდა კონგო, – ეს დახატულია, ტო... ძველი კაცები არიან“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.