მიმიშვი საქმესთან, საქმის კეთების საშუალება მომეცი. გამოთქმა ნ. სანიშვილის ფილმიდან „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (1955 წ.), რომელშიც მომავალი მეტალურგი (ჯერ კი შეგირდი) ვეფხია ოსტატს ეხვეწება: „ვასილ ივანიჩ, მიმიშვით ღუმელთან!“. „თითოც და თითოც, რა გაგვიხურე, მიმიშვი მარტენთან, – გაუცინა ზურამ და ბოთლს დასწვდა“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.