ფრაზაში: „არა, ბიჭო (ან: მე შენ გეტყვი), მოსკოვს შეეკითხება!“
დამოუკიდებლად, თავის ნებისად, თავისი შეხედულების მიხედვით იმოქმედებს, არავის არ დაეკითხება ჭკუას. გამოთქმა იმდროინდელია, როცა მოსკოვში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დედაქალაქში, არსებული საკავშირო მთავრობის დაუკითხავად (საკავშირო მთავრობის ნებართვის გარეშე) ვითომდა სუვერენულ ეროვნულ რესპუბლიკებში ვერავინ ვერავითარ ინიციატივას ვერ გამოიჩენდა. „ქვეყნის სამსახურისთვის, კარგა ხანია, თავი გადადებული მაქვს და, ეს ხელისუფლებაც, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, მაშინ წამაცლის (მე შენ გეტყვი და, მოსკოვს შეეკითხება!)“ (თამაზ წივწივაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.