მა მე მი მკ მო მრ მუ მყ მწ მჭ მხ
მოა მობ მოგ მოდ მოე მოზ მოი მოკ მომ მონ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოყ მოშ მოჩ მოწ მოხ

მოტეხა

  1. გადამალა. „ხმა გავრცელდა: რამდენიმე საგზური „მოუტეხიათო“ თუ „მოტეხვას“ აპირებენო“ (გაზ. „სახალხო განათლება“). მოტეხა2 – საქმეს ჩამოაშორა (საქმეში არ გაიყვანა). „– აქ ისეთი ამბავია, რომ მე შეიძლება მომტეხონ კიდეც. – შენ კაი ხნის მოტეხილი ხარ, ჯორჯია, და ახლა ამოყვინთვას ჩალიჩობ“ (აკა მორჩილაძე); „სწორედ ასეთი მტერი იშოვა იმხანად ბატონი კრეონტის თანაშემწის სახით, რომელმაც თავისი ძლევამოსილი ლაშქრობა იმით დაიწყო, რომ ბიძაჩემს ელიტარულ კასტაში ფეხი ამოუკვეთა, ანუ, თავად ბიძაჩემის თქმით, პირშიჩალაგამოვლებული დატოვა, ბიცოლაჩემის თქმით, მშრალზე დატოვა, კაციას, ჩემი უფროსი ბიძაშვილის თქმით, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, ხოლო დანარჩენი ბიძაშვილების თქმით, რომლებიც ასაკისა და სხვა ბუნებრივი უპირატესობის წყალობით სხვაზე უკეთ ადევნებენ თვალს ჟარგონის განვითარებას, „მოტეხა“ (ჯემალ ქარჩხაძე).
  2. საქმეს ჩამოაშორა (საქმეში არ გაიყვანა). „– აქ ისეთი ამბავია, რომ მე შეიძლება მომტეხონ კიდეც. – შენ კაი ხნის მოტეხილი ხარ, ჯორჯია, და ახლა ამოყვინთვას ჩალიჩობ“ (აკა მორჩილაძე); „სწორედ ასეთი მტერი იშოვა იმხანად ბატონი კრეონტის თანაშემწის სახით, რომელმაც თავისი ძლევამოსილი ლაშქრობა იმით დაიწყო, რომ ბიძაჩემს ელიტარულ კასტაში ფეხი ამოუკვეთა, ანუ, თავად ბიძაჩემის თქმით, პირშიჩალაგამოვლებული დატოვა, ბიცოლაჩემის თქმით, მშრალზე დატოვა, კაციას, ჩემი უფროსი ბიძაშვილის თქმით, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, ხოლო დანარჩენი ბიძაშვილების თქმით, რომლებიც ასაკისა და სხვა ბუნებრივი უპირატესობის წყალობით სხვაზე უკეთ ადევნებენ თვალს ჟარგონის განვითარებას, „მოტეხა“ (ჯემალ ქარჩხაძე).
    Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9