მეტისმეტად მოსწონს; ისე უყვარს, რომ ჭკუას კარგავს, გიჟდება. საფუძვლად უდევს იდიომი „მწყერებს (ან ოფოფებს) აფრენს“ – სისულელეებს აკეთებს. „გიჟდება თავის ბედკრულ წარსულზე და ბრწყინვალე აწმყოზე და საერთოდ საკუთარ თავზე. აფრენს ჭკუის სწავლებაზე, რადგან ამით საკუთარი პიროვნების გამომჟღავნების უფრო დიდი საშუალება ეძლევა“ (ჯემალ თოფურიძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.