იტყვიან დამცინავი ტონით, როდესაც ვინმე არარეალურ სურვილს გამოთქვამს. „– ოცად მინდა. მოხარშული წაბლი არ გინდა?!“ („ნიანგი“). ოდნავ შეცვლილი სახით ეს გამოთქმა გვხვდება ნოდარ დუმბაძესთანაც: „– რა მიყვარს მე? მე მიყვარს დისციპლინა, სიწყნარე, ბუზის გაფრენას რომ გავიგებ. კიდევ რა მიყვარს? – მოხარშული წაბლი არ გიყვართ, მასწავლებელო? – ჰკითხა ხატიამ“.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.