შდრ. „მოიხა“.
გაიქცა; წავიდა. „გავიდეთ ლევანა მხრებზე და ჩვენც მოვხიეთ, ზოგი ტროლეიბუსს შეახტა, ზოგი მანქანებში (ორი მანქანით ვიყავით) ჩაეკვეხა და მოვხიეთ“ (ზურაბ სამადაშვილი); „სალონს გამინადგურებენ ეს ლაწირაკები-თქო, ახლა გამკრა თავში, შევწუხდი. ხომ არ მოვხიო?“; „ეხ, ბედნიერია ტოჩი, რომ ამ დღემდე, სრულ გაბითურებამდე, გაგვასწრო. კაცურად, გმირივით და გაქრა“ (ზაურ კალანდია).